ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლის პედაგოგები ეროვნული სკრინინგ ცენტრის პროგრამაში ჩაერთვებიან

ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ირინე ქურდაძემ პედაგოგებთან  შეხვედრა გამართეს.

ამ პროგრამის ფარგლებში, სიმსივნის პრევენციის მიზნით 25–დან  60 წლამდე ასაკის პედაგოგებს საშვილოსნოს ყელის, ხოლო 40-დან 70 წლამდე ასაკის პედაგოგებს სარძევე ჯირკვლის უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ქალთა შორის ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეები ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური პათოლოგიებია. საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ დაავადებათა მკვეთრი ზრდა შეიმჩნევა. ამ ფაქტის გათვალისწინებით პირველად საქართველოში თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის თანადაფინანსებით და საქართველოს პირველი ლედის ქ-ნ სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით 2008 წლის მაისში ამოქმედდა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის პროგრამა.

სკრინინგ ცენტრის წარმომადგენელმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ირინე ქურდაძემ ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროგრამაში პედაგოგების ჩართვა.

ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებს პროგრამის შესახებ საინფორმაციო მასალები და ბუკლეტები დაურიგდათ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე