ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ ფუთში ახალი სკოლა შენდება

საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში მშენებარე ახალი სკოლა მოინახულეს.

სოფელ ფუთის სკოლის ძველი შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, მცოცავი ნიადაგის გამო სკოლა დღეს ამორტიზირებულია, მიწისძვრის შემდეგ კედლები დაიბზარა და შენობა  ავარიული გახდა. ორი წელია სოფელ ფუთის საჯარო სკოლა ადგილობრივი თვითმართველობის შენობაშია განთავსებული და 150 მოსწავლეს არასტანდარტულ, არაკომფორტულ გარემოში უწევთ სწავლა.

სამინისტრომ ახალი სკოლის ასაშენებლად რაიონს 500 000 ლარი გამოუყო, 150 000 ლარი ადგილობრივმა თვითმართველობამ გამოყო და ახალი შენობის მშენებლობა 2010 წლის სექტემბერში დაიწყო.  სკოლა ექსპლუატაციაში 2011-2012 სასწავლო წლიდან შევა და  სოფელ ფუთის მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილ სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე