ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2011 წელს მოხალისე პედაგოგთა მეორე ნაკადი ჩამოვიდა

ახალი წლიდან საქართველოში უცხოელ მოხალისე პედაგოგთა მეორე ჯგუფი ჩამოვიდა. საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული კვალიფიციური პედაგოგები ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ირლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ფინეთიდან, ფილიპინებიდან და ლიტვადან არიან.

ინგლისურენოვან მასწავლებლებთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში იტალიური ენის პედაგოგებიც ჩამოვიდნენ. ახლადჩამოსული პედაგოგები ტრადიციულად ტრენინგს გაივლიან, თბილისისა და კახეთის რეგიონის სკოლებში გადანაწილდებიან და ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად,  სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან.   

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის კოკა სეფერთელაძის განცხადებით, ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”  პროექტის ფარგლებში, ინგლისურენოვან პედაგოგთა ჩამოსვლა მიმდინარე წლის განმავლობაშიც გაგრძელდება და დასრულდება აღმოსავლეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოხალისე მასწავლებლებით შევსების პროცესი.

 უკვე საქართველოში 1000 უცხოელი მასწავლებელი მოღვაწეობს, მომავალი წლიდან მათი რაოდენობა 1500 იქნება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე