ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

173-ე სკოლის რეაბილიტაცია გრძელდება

პროფესიული სწავლების ცენტრების  „სპექტრი“,  ”მარგი” და თბილისის მრვალპროფილიანი ცენტრის სტუდენტებმა თბილისის 173-ე საჯარო სკოლის პირველკლასელთა საკლასო ოთახები გაარემონტეს და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვეს. სტუდენტთა ნამუშევარი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დაათვალიერა.

თბილისის 173-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკოლაა საქართველოში, აქ 2200-მდე მოსწავლე სწავლობს, სკოლა  ნაწილობრივ  რეაბილიტირებულია და საჭიროებს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. პირველკლასელთა საკლასო ოთახების  გარემონტება და აღჭურვა სამი პროფესიული ცენტრის სტუდენტებმა გადაწყვიტეს და ამით თავისი წვლილი შეიტანეს  მოსწავლეებისთვის კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნაში.

სტუდენტებმა, რომლებიც პროფესიულ სასწავლებლებში სხვადასხვა სპეციალობებს ეუფლებიან №173-ე საჯარო სკოლაში ერთგვარი სასწავლო პრაქტიკა გაიარეს.  დურგლებმა იატაკი მოხვეწეს და მოლაქეს, დაამზადეს კარებები, ხის ჩარჩოები  სხვადასხვა სახის სასწავლო თვალსაჩინოებებისათვის, მღებავებმა  კედლები შეღებეს, მომავალმა ელექტრიკოსებმა საკლასო ოთახები თანამედროვე სანათებით აღჭურვეს, მკერავებმა ფარდები  შეკერეს, მებაღეებმა დეკორატიული ქოთნის ყვავილებით ოთახები მორთეს.

თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სპორტული დარბაზის რეაბილიტაციას ახორციელებს, უახლოეს მომავალში კი, სააგენტოს მიერ სველი წერტილები მოწესრიგდება და დერეფნები გარემონტდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე