ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინკლუზიური სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  თბილისის №198 საჯარო სკოლის ახალი შენობა დაათვალიერა, სადაც 160-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლე სწავლობს.

შენობა, სადაც  №198 საჯარო სკოლა განთავსდა არის  საქართველოში პირველი ცენტრი, რომელიც სრულად ითვალისწინებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა მოთხოვნებს. სკოლაში ფუნქციონირებს ლეგოტეკა-სათამაშოების ბიბლიოთეკა, თამაშთერაპიის ოთახი, შრომის კაბინეტი, ფსიქო-სოციალური ლაბორატორია,  ყოფითი უნარების შესასწავლი კაბინეტი, ადაპტირებული სასადილო და ღია ტრენინგ-ცენტრი. ამიერიდან, სკოლა არამარტო სკოლის მოსწავლეთა მომსახურებას შეძლებს არამედ, თბილისის მასშტაბით, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისა და მათი მშობლების კონსულტირებას. 

198-ე საჯარო სკოლის მთავარ პრობლემას წლების მანძილზე ავარიული და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების  მქონე მოსწავლეებზე ორიენტირებული, ადაპტირებული ფიზიკური გარემოს არარსებობა წარმოადგენდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომლის ერთერთი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლებაა, გაითვალისწინა  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა პრობლემები და უზრუნველყო სწორედ ისეთი გარემო შეექმნა მოსწავლეებისთვის, რომელიც მათ მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებდა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე