ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის №455 ბრძანების საფუძველზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის ”სპექტრის” ფინანსური საქმიანობა შეამოწმა.

სასწავლებლის შემოწმებისას გამოვლინდა სერიოზული დარღვევები, რის საფუძველზეც მინისტრის გადაწყვეტილებით,  2010 წლის  30 სექტემბერს პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი გათავისუფლებულ იქნა  დაკავებული თანამდებობიდან. მოკვლეული მასალები და დასკვნა გადაეცა  საქართველოს მთავარ პროკურატურას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს მსგავსი ფაქტების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე