ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

200 მანდატურს სერთიფიკატი გადაეცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 200 მანდატურს, რომელთაც წარმატებით გაიარეს გადამზადება, სერტიფიკატები გადასცა.

მანდატურთა ეს ნაკადი საქმიანობას თბილისისა და გორის   საჯარო სკოლებში შეუდგნენ. სკოლის მანდატურები საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის  გამოყოფილ ოთახებში განაწილდნენ.  

დიმიტრი შაშკინის განცხადებით,  2010 წელს საჯარო სკოლებში სკოლის მანდატურის ინსტიტუტის იმპლემენტაცია წარმატებით განხორციელდა. სკოლის მანდატურები აქტიურად ჩაერთვნენ სასკოლო ცხოვრებაში, დაუმეგობრდნენ მოსწავლეებს, ისინი  მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაშიც ეხმარებიან. მანდატურების დროული ჩარევით   მოსწავლეებს შორის დაპირისპირების არაერთი ფაქტი აღიკვეთა, რითაც ბევრი სერიოზული დანაშაული იქნა თავიდან აცილებული. უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული  ახალი ინიციატივის მიზანი სწორედ, სწავლის პერიოდში მოსწავლეთა უსაფრთხოების სრული გარანტიის უზრუნველყოფაა.                               

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, გორისა და  რუსთავის   საჯარო სკოლებში შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას.  დაგეგმილია მანდატურთა შესვლა პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებსა და კერძო სკოლებშიც.

მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე