ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა ინკლუზიური სკოლის მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №198 საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ყველა მეორეკლასელ მოსწავლეს საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადასცა. მინისტრმა ეს გადაწყვეტილება 3 თებერვალს, ამ სკოლის ახალი შენობის გახსნის შემდეგ მიიღო.

თბილისის №198 საჯარო სკოლა  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს ემსახურება. ამ დაწესებულებაში სწავლობენ ბავშვები სხვადასხვა დიაგნოზებით: ცერებრალური დამბლა, აუტიზმი, დაუნის სინდრომი და სხვ.  ამ სპექტრის პრობლემებისათვის  დამახასიათებელია    ხელის მოტორიკის დარღვევა, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია წერასთან, მეტყველებასთან. თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკა  წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ საშუალებას აღნიშნული პრობლემის დაძლევაში.

მიუხედავად იმისა, რომ ახალ სკოლაში ხელის მოტორიკის განვითარებისათვის მოსწავლეებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი და ადაპტირებულ ისტ კაბინეტში  უტარდებათ ინფორმატიკის გაკვეთილები, პრობლემა მაინც არსებობს: მოსწავლეთა ნაწილი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა და სკოლაში კომპიუტერზე მიღებულ უნარებს  ოჯახში ვერ ამყარებს. სწორედ ამ ნაწილს განეკუთვნებიან ის მოსწავლეებიც, რომელთაც მინისტრმა პერსონალური კომპიუტერები გადასცა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე