ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ჟესტური ენის ტრენინგის შემაჯამებელი სემინარი გაიმართა

თბილისის №203  ყრუ და სმენდაქვეითებულ ბავშვთა სკოლაში  ქართული ჟესტური ენის ტრენინგის შემაჯამებელი სემინარი გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე. სემინარი  პროექტ ”თანაბარი პირობების განვითარების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის” ფარგლებში ჩატარდა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელდა.

სემინარი წარმოადგენს შემაჯამებელ ღონისძიებას, სადაც კიდევ ერთხელ განხილულ იქნა ჟესტური ენის ცოდნის მნიშვნელობა ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლის პედაგოგთათვის. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის №203 და ქუთაისის №45 ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლის პედაგოგებმა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს 3 თვიანი ინტენსიური დაწყებითი კურსი ქართულ ჟესტურ ენაში. სემინარის ბოლოს სასწავლო კურსის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ  საქართველოს ყრუთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფედერაცია “გადავარჩინოთ ბავშვები” წარმომადგენლები.

ცერემონიას უძღვებოდა აშშ საერთაშორისო განვითარების  სააგენტოს (USAID)-ის პროექტის ”თანაბარი პირობების განვითარების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის” განმახორციელებელი ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვები” (SAVE THE CHILDREN).

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე