ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოგამოფენას დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილეს ფარგლებში გამართულ ფოტოგამოფენას გაეცნო.

ფოტოგამოფენა  “უნივერსიტეტი და წითელი ისტორია”  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ორგანიზებით გაიმართა. ერთი კვირის განმავლობაში ყველა მსურველს საშუალება ექნება პირველად იხილოს გასული საუკუნის უნიკალური და უცნობი ფოტო და დოკუმენტური მასალები, გაეცნოს თუ რა მძიმე პერიოდი გამოიარა უნივერსიტეტმა და პროფესორ-მასწავლებლებმა საბჭოთა რეპრესიების პერიოდში.

გამოფენაზე წარმოდგენილია 30-იან წლებში რეპრესირებულ და გადასახლებულ სტუდენტთა წერილები ივანე ჯავახიშვილისადმი, რეპრესირებული პროფესორების შალვა ნუცუბიძის, სიმონ ყაუხჩიშვილის, გრიგოლ წერეთლის, ვუკოლ ბერიძის, გიორგი გეხტმანისა და ვახტანგ კოტეტიშვილის წიგნები.

 უნივერსიტეტის იუბილეს ეძღვნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ჟურნალ “საარქივო მოამბის” ახალი ნომერიც. მკითხველი პირველად გაეცნობა თუ როგორ და რატომ ათარგმნინა სტალინმა რუსულად “ვეფხისტყაოსანი” 1939-40 წლებში, რატომ დაიწყო რეპრესიები ლავრენტი ბერიას საანგარიშო სიტყვის შემდეგ ქართულ ინტელიგენციაში, რა მექანიზმებით ხდებოდა ადამიანების ფიზიკური და მორალური განადგურება.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა  შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული საქმეების საფუძველზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის “დატყვევებული გონი(ერი)” პრეზენტაცია.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მეცნიერები და ექსპერტები. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე