ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების აღიარების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განათლების  აღიარების სახელმძღვანელოს პრეზენტაციას დაესწრო. განათლების აღიარების სახელმძღვანელო ის ძირითადი დოკუმენტია, რომელიც უცხოური კვალიფიკაციების შეფასების კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციას იძლევა.

სახელმძღვანელო  გათვლილია ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და იმ პირებზე, რომლებსაც განათლება უცხოეთში აქვთ მიღებული. განათლების აღიარების სახელმძღვანელოს მნიშველოვანი როლი ეკისრება განათლების ინტერნაციონალიზაციაში.

დოკუმენტი ქართველი და უცხოელი ექსპერტების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა და ის ელექტრონული ფორმით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე განთავსდება.

წიგნის პრეზენტაცია ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.  კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით უცხოეთის გამოცდილება და ქართული რეალობაც განიხილეს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა დავით კერესელიძემ მიიღო, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და ფრანგი, ჰოლანდიელი და დანიელი ექსპერტები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე