ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა კავკასიის უნივერსიტეტის ახალი შენობა დაათვალიერა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კავკასიის უნივერსიტეტის ახალი  შენობა დაათვალიერა, რომელიც ამჟამად დასრულების პროცესშია და ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან  დაიწყებს.  

კავკასიის უნივერსიტეტის ახალი  კორპუსი ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება როგორც საქართველოში, ასევე მთელს ამიერკავკასიაში, რაც უცხოელი სტუდენტების მოზიდვასა და ზოგადად   საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

შენობა, სადაც თანამედროვე უმაღლესი სასწავლო დაწესებულება განთავსდება 1909 წელს აშენდა და აქ წლების მანძილზე მთელი კავკასიის მასშტაბით სახელმოხვეჭილი სასწავლო დაწესებულება - სასულიერო სემინარია ფუნქციონირებდა.

კავკასიის უნივერსიტეტი  2004 წელს, კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე დაარსდა. კავკასიის ბიზნესის სკოლა  1998 წელს ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით დაფუძნდა. დღეისათვის კავკასიის უნივერსიტეტს  7 სკოლა აქვს: კავკასიის ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ტურიზმის.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე