ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროექტის „ჩემი უფროსი მეგობარი“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო გიგაურმა თბილისის №52 საჯარო სკოლაში   პროექტის  „ჩემი უფროსი მეგობარი“ პრეზენტაცია გამართეს. პროექტი გაეროს ასოციაციასთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება.

ახალი პროგრამა არასრულწლოვნის და უფროსი თაობის ადამიანის ნებაყოფლობით მეგობრობას გულისხმობს. ამ ურთიერთობის ფარგლებში მოზარდი უფროსი მეგობრისგან სწავლობს ადამიანურ ურთიერთობებს, ყოველდღიურ პრობლემებთან  გამკლავებას, დაშვებული შეცდომების გააზრებას და ასევე მეგობრის დახმარებით ცდილობს მათ გამოსწორებას.

პროექტში ჩართვა მოსწავლეებს გაუადვილებს შეიგრძნონ  საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერ ამას არასრულწლოვანი მაგალითის სახით იღებს უფროს მეგობართან ურთიერთობის პროცესში, და არა - თეორიული სწავლების სახით, რაც პროექტის ეფექტურობას უზრუნველყოფს.

შეხვედრის ბოლოს ანდრო გიგაურმა და ირინე ქურდაძემ უფროსკლასელების მიერ პროექტის გარშემო დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

„ჩემი უფროსი მეგობარი“ იუსტიციის სამინისტომ და გაეროს ასოციაციამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ერთობლივად შეიმუშავეს. პროექტი 2011 წლის იანვრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს სხვადასხვა ტიპის პრობლემების მქონე (მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფ) არასრულწლოვნებზე ზრუნვას.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე