ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა ონლაინ კონფერენცია გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პირველი ონლაინ კონფერენცია ჩატარდა. ვიდეოსაკონფერენციო ჩართვა  თბილისსა და ბათუმს შორის განხორციელდა. თბილისიდან  მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები და სამინისტროს წარმომადგენლები იღებდნენ. ბათუმიდან კი - აჭარის ა/რ განათლების მინისტრი გია  აბულაძე და აჭარის რეგიონის სკოლების დირექტორები. 

დიმიტრი შაშკინმა სკოლების დაფინანსების ახალ წესზე ისაუბრა და  სკოლის დირექტორთა შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვები ძირითადად სკოლების დაფინანსებას უკავშირდებოდა, იყო აგრეთვე კითხვები  დირექტორთა და მასწავლებელთა სერტიფიცირებაზე,  საატესტატო და ექსტერნთა გამოცდებზე, პედაგოგთა გადამზადებაზე და სხვა.

მინისტრის განცხადებით, რეგიონებთან უშუალო კავშირი  ძალზე მნიშვნელოვანია, სწორედ ამის საშუალებას იძლევა ონლაინ კონფერენცია. მომავალში   ანალოგიური ვიდეოსაკონფერენციო ჩართვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებთან სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.

ონლაინ კონფერენცია ბოლო თაობის, Full HD  უმაღლესი კლასის Tandberg ვიდეო-მოწყობილობების გამოყენებით განხორციელდა და მისი ტექნიკური მხარდაჭერა კომპანია UGT უზრუნველყო.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე