ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთაშორისო კონკურსი „ ალიანტე – 2010” იწყება

“ალიანტე”  ნატოსა და საერთაშორისო ურთიერთობების თემაზე ევროპაში ყველაზე წარმატებული საერთაშორისო კონკურსია. მასში  საჯარო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების 15-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობენ. კონკურსი მათ საშუალებას აძლევს ნატოსა და უსაფრთხოების სფეროში ცოდნა აიმაღლონ, ფინალში გამარჯვებულები კი  ნატოს წევრ სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურებენ,   სამხედრო ბაზებს მოინახულებენ და  თავიანთ თანატოლებს შეხვდებიან.  

საქართველოში ”ალიანტე 2010”-ს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” ,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ქ.თბილისის მერიის, პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს საზოგადოებრივი დიპლომატიის განყოფილების ხელშეწყობით ახორციელებს და მასში  ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანაა ჩართული.

საქართველო ორი წელია რაც ჩაერთო საერთაშორისო კონკურში და ორჯერვე გამარჯვება მოიპოვა, აქედან გამომდინარე, კონკურსის 10 წლის ისტორიის მანძილზე 2010 წელს საერთაშორისო ფინალი საქართველოში,   როგორც კონკურსში გამარჯვებულ ქვეყანაში,  პირველად ჩატარდება.

“ალიანტეს” მონაწილეებმა  ეროვნული და საერთაშორისო კონკურსი უნდა გაიარონ,  თავიანთი ცოდნა და რთულ პირობებში თანამშრომლობის უნარი უნდა გამოავლინონ. ჩატარდება ზოგად განათლებაზე დაფუძნებული ორი რაუნდი. გამარჯვებული საუკეთესო გუნდები კი  საერთაშორისო ფინალში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც  ერთმანეთს ფიზიკურ მომზადებასა და ამტანობაში შეეჯიბრებიან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ გოგოტიშვილმა და კონკურსის ნაციონალური კოორდინატორის  „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ წარმომადგენელმა ეკა ცვარიანმა  კონკურსის დაწყება ოფიციალურად გამოაცხადეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე