ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

Online რეგისტრაციის სისტემის პრეზენტაცია გაიმართა

2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტები რეგისტრაციას ინტერნეტით გაივლიან. Online რეგისტრაციის სისტემის პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში გამართეს.

ინტერნეტით რეგისტრაციის უპირატესობებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ აბიტურიენტს შეუძლია არაერთხელ შეცვალოს საკუთარი არჩევანი   რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე. გარდა ამისა, ინტერნეტით რეგისტრაციისას აბიტურიენტი მაქსიმალურად დაცულია მექანიკური შეცდომებისგან.

აბიტურიენტებს ასევე შეუძლიათ საკუთარ სკოლებში (სკოლადამთავრებულებმა რესურსცენტრებში) შეავსონ სარეგისტრაციო ანკეტა. Online რეგისტრაციისათვის აბიტურიენტი 14 თებერვლიდან უნდა ეწვიოს სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.naec.ge ან online.naec.ge.    რეგისტრაციის პროცესი 14 თებერვალიდან დაიწყება.

საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტების საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციაც 14 თებერვალს დაიწყება.  მსურველები ინტერნეტით (www.naec.ge ან online.naec.ge)  უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაციის პროცესი  25 მარტს შეწყდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე