ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურები ინკლუზიურ სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ

ქუთაისის სკოლის მანდატურებმა სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის   სპეციალური საჭიროების ბავშვები მოინახულეს და  საჩუქრები გადასცეს.

ბავშვებმა  სტუმრებს  თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალირებინეს. საკუთარი შესაძლებლობები კი მოზარდებმა სიმღერითა და ლექსებით  წარმოაჩინეს.

სამტრედიის №15 სკოლა–პანსიონში ქუთაისის სკოლის მანდატურების სტუმრობა კვლავ გაგძრძელდება, მათი მიზანია იზრუნონ სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების  უსაფრთხოებაზე.  ქუთაისის სკოლის მანდატურები  სამტრედიის სკოლა-პანსიონის მოზარდებს  კიდევ ბევრ ლამაზ სიურპრიზს ჰპირდებიან.

სამტრედის №15 სკოლა-პანსიონში 11დან  16 წლამდე ასაკის 20ვაჟი ცხოვრობს. სკოლა-პანსიონში ყველა პირობაა შექმნილი განაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის. პანსიონში ფუნქციონირებს სკოლა მე-4-დან მე-9 კლასის ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში იხსნება დაწყებითი 1-3 კლასები.

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის,  ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, გორის, ფოთისა და რუსთავის  საჯარო სკოლებში  შევიდნენ.

მანდატურების განცხადებით, მათი მიზანია  იზრუნონ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხოებაზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე