ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი ლონდონის ქართულ საკვირაო სკოლას ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში ლონდონის ქართული საკვირაო სკოლა მოინახულა, სადაც დაესწრო ქართულის გაკვეთილს და მოსწავლეებს ქართული წიგნები გადასცა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც განაგრძობს მსგავს შეხვედრებს საზღვარგარეთ არსებულ საკვირაო სკოლებში და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.

გაერთიანებულ სამეფოში პირველი ქართული სკოლა 2002 წლიდან ფუნქციონირებს. წლების მანძილზე ეს სკოლა ერთადერთი ქართული საკვირაო სკოლა იყო მთელს ევროპაში. დღეისთვის სკოლაში 130-მდე ბავშვი და 7 მასწავლებელია რეგისტრირებული, რომლებიც  გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრობ ქართველ ბავშვებსასწავლიან. სკოლაში ასევე მოქმედებს საბავშვო ბაღიც.

სკოლა მასწავლებელთა კვალიფიკაციაზეც ზრუნავს. სკოლაში სიტემატურად ტარდება ტრენინგები როგორც დამწყები ისე მოქმედი მასწავლებლებისთვის.

სკოლა დაარსდა 2002 წელს ქალბატონი ლიანა ჯიქია- გოგრიჭიანისა და ბატონი ვახტანგ გოგრიჭიანის დაფინანსებით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე