ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ოქსფორდთან გაცვლითი პროგრამები ამოქმედდება

დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა   ოქსფორდის უნივერსიტეტის, კერძოდ, ტრინიტი კოლეჯის პრეზიდენტთან სერ აივორ რობერტსთან და მის მეუღლესთან, ამავე კოლეჯის დეკანთან, ვაიდენფელდის სტიპენდიების კურატორთან ლედი ელიზაბეტ რობერტსთან  შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა სტუდენტების გაცვლით პროგრამებსა და სტიპენდიებზე ისაუბრეს .

ტრინიტი კოლეჯი მზადაა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ქართველი სტუდენტები მიიღოს და მასტერკლასების ჩასატარებლად თავისი პროფესორები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოაგზავნოს.

ოქსფორდის უნივერსიტეტი მრავალსაუკუნოვანი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო  კერაა. მიუხედავად ამისა,  ცალკეული ქართველი სტუდენტების გარდა, აქ მოხვედრას ბევრი ახალგაზრდა ვერ ახერხებდა.

ოფიციალური შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთანამშრომლობის დაწყებას გულისხმობს, მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოხდა.

”ეს შეთანხმება მეტად მნიშვნელვანია, რადგან ჩვენი ქვეყნის ნიჭიერ ახალგაზრდებს  შესაძლებლობა ექნებათ სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში გააგრძელონ, შემდეგ დაუბრუნდნენ  საქართველოს და აქტიურად მიიღონ  მონაწილეობა ქვეყნის მშენებლობაში” -განაცხადა მინისტრმა.

ტრინიტი კოლეჯი ოქსფორდის 35 კოლეჯთაგან ერთ-ერთია. იგი 1555 წელს სერ ტომას პოპის მიერ დაარსდა, რომელიც ჰენრი VII დროს სახელგანთქმული იურისტი და მერი ტიუდორის ერთგული და საიდუმლო მრჩეველი იყო. მან სწორედ მერის და ფილიპის დახმარებით მიიღო ნებართვა ტრინიტი კოლეჯი დაეარსებინა, რომელიც  ოქსფორდის უნივერსიტეტის განუყოფელ ნაწილად იქცა.

კოლეჯი ოქსფორდის ცენტრში, ბოდლეინის ბიბლიოთეკის, ლაბორატორიების და სალექციო დარბაზების მახლობლად მდებარეობს. კოლეჯში 300 ბაკალავრის სტუდენტი და 100 მაგისტრანტი სწავლობს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე