ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინმა მაკმილანის გამომცემლობასთან მემორანდუმს მოაწერა ხელი

დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მყოფმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მაკმილანის გამომცემლობასთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, 2011 წლის სექტემბრიდან საქართველოში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ  მაკმილანის, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობის, მიერ შექმნილი ინგლისური ენის სახელმძღვანელოებით შეისწავლონ ინგლისური ენა.

მაკმილანთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, გამომცემლობა იღებს ვალდებულებას უფასოდ გადაამზადოს ყველა ქართველი ინგლისური ენის პედაგოგი, და პედაგოგებს უფასოდ დაურიგოს სახელმძღვანელოები და დამხამრე აუდიო, ვიდეო და ვიზუალური მასალები.

საქართველოს მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოს ღირებულება იქნება სტანდარტული ღირებულებისაგან განსხვავებული, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმძღვანელო 26 ლარის ნაცვლად    10 ლარად შეიძინონ.

მაკმილანის გამომცემლობა 1843 წელს ორმა შოტლანდიელმა ძმამ დააარსა და მას შემდეგ ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საგამომცემლო ბრენდად იქცა სახელმძღვანელოების ბეჭდვის საქმეში. 1869 წელს მაკმილანმა თავისი პირველი წარმომადგენლობა გახსნა ნიუ-იორკში, მე-19 საუკუნის ბოლოსათვის კი ავსტრალიასა და ინდოეთში. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მაკმილანი წარმატებით ბეჭდავდა სახელმძღვანელოებს და ჰაროლდ მაკმილანის, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, ყოველდღიურად აფართოებდა მაკმილანის საგანმანათლებლო ბეჭდვით საქმეს.

დღესდღეობით მაკმილანი მსოფლიოში მესამე ადგილზეა ინგლისური ენის სახელმძღვანელოების გამოცემით და ლიდერია ციფრულ საგანმანათლებლო ბეჭდვით სფეროში.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე