ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„კანონი ჩვენს ცხოვრებაში“ პროექტი გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ”გიორგი ოთარაშვილის იურიდიული კომპანია” ახორციელებს პროექტს „კანონი ჩვენს ცხოვრებაში“.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ირინე ქურდაძე და კომპანიების წარმომადგენლები 23-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს სამართლებრივ საკითხებზე ესაუბრნენ და  მათ შეკითხვებს უპასუხეს.

პროექტის „კანონი ჩვენს ცხოვრებაში“  განხორციელება თბილისის საჯარო სკოლებში 2010 წელს დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას საშუალო საფეხურის მოსწავლეები იღებენ. პროექტი უკვე განხორციელდა თბილისის 87-ე და 147-ე საჯარო სკოლებში, 2011 წლის 15 თებერვლიდან 2011 წლის 17 მარტის ჩათვლით  იგი  თბილისის 24-ე, 128-ე,  81-ე და 56-ე საჯარო  სკოლებში გაგრძელდება.

პროექტის მიზანია ძლიერი, აქტიური და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბება. ადვოკატები და იურისტები მოსწავლეებს აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას თემებზე: სახელმწიფოს არსი და დანაწილების პრინციპი, სასამართლო ხელისუფლება, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ბავშვთა უფლებები, გენდერული თანასწორობა, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები, დანაშაული როგორც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, სისხლის სამართლის პროცესი არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.

პროექტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებში, ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებენ აღნიშნული თემებისა თუ კაზუსების განხილვაში. საბოლოოდ პროექტი უზრუნველყოფს სკოლის ასაკის ბავშვებისათვის სამართლებრივი ცოდნის საფუძვლის შექმნას, რაც, თავის მხრივ ხელს, შეუწყობს განვითარებული, კანონის მცოდნე პიროვნებების ჩამოყალიბებას, რომლებიც თავისუფლად შეძლებენ საკუთარი უფლებების დაცვასა და განხორციელებას, შეისწავლიან და გაიაზრებენ საკუთარ მოვალეობებს ქვეყნისა თუ საზოგადოების წინაშე.

პროექტის დასკვნით შეხვედრაზე განხილულ იქნება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ჩატარდება იმიტირებული პროცესი სისხლის სამართალში. პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის მოსწავლეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე