ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინი საქართველოს კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა კერძო სკოლების დირექტორებთან განათლების სფეროში  დაგეგმილ რეფორმებზე და მათი განხორციელების გზებზე ისაუბრა.

დირექტორებთან შეხვედრაზე მინისტრი  რამდენიმე მნიშვნელოვან თემას, მათ შორის დამამთავრებელი კლასებისათვის სავალდებულო 10 გამოცდას შეეხო, რომლის ჩაბარება ყველა მე-12 კლასელისათვის აუცილებელი იქნება, განურჩევლად იმისა, საჯარო სკოლაში სწავლობს ის თუ კერძოში. ასევე, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესატან ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, სასწავლო მასალის 60% სახელმწიფოს მიერ შედგენილი სავალდებულო სტანდარტით,  ხოლო 40% მასწავლებლის ან სკოლის მხრიდან ინდივიდუალურად განისაზღვრება.

შეხვედრაზე მინისტრმა  ისაუბრა 5 წლის განმავლობაში კერძო სკოლებისთვის ლიცენზიის ნაცვლად ავტორიზაციის მინიჭებაზე, ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტით ჩანაცვლებაზე, მოსწავლეთა შეფასების ახალ კონპონენტებზე, პედაგოგთა სერტიფიცირებასა და  2010-2011 წლებში განათლების სფეროში  დაგეგმილ სხვა სიხლეებზე. დიმიტრი შაშკინმა დირექტორების მხრიდან პრობლემები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

საქართველოში სულ 283 კერძო სკოლაა. აქედან 139 თბილიში  მდებარეობს დანარჩენები კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია განთავსებული. მათგან 13 რუსულ-ქართულეოვანია 4  კი არაქართულენოვანი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე