ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი დიდ ბრიტანეთში შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული პროფესიული  კოლეჯის- New College აღმასრულებელ დირექტორს  ჯეფ ჰილსს და ადამსის კოლეჯის დირექტორს ნიკ ვაიტ ჰაუსს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა პროფესიული განათლების რეფორმაზე ისაუბრა.

მიღწეული შეთანხმების შედეგად, New College-ის  ხელმძღვანელობა საქართველოში და დიდ ბრიტანეთში პროფესიული განათლების კუთხით ქართველ პედაგოგებს გადაამზადებს. ინგლისური ენის პედაგოგებს კი, როგორც ბრიტანეთში ასევე საქართველოში, ინგლისურ ენაში ტრენინგები ჩაუტარდებათ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს პროფესიული კოლეჯების პოპულარიზაცია და გაძლიერება წარმოადგენს. ამ მხრივ გატარდა არაერთი ღონისძიება, კანონში შევიდა ცვლილება,  კოლეჯების უმეტესობა რეაბილიტირებულია. საერთაშორისო დონორების  მხარდაჭერით შეიქმნა თანამედროვე სახელმძღვანელოები, პროფესიული კოლეჯები  აღიჭურვა თანამედროვე  დანადგარებით. რეფორმის ფარგლებში   2011 წლისთვის დაგეგმილია პორფესიული კოლეჯების მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება.

New College Nottingham-ს 150 წლის ისტორია აქვს და დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოლეჯს  წარმოადგენს. 20 000-ზე მეტი სტუდენტი სხვადასხვა სპეციალობას ეუფლება. კოლეჯი სტუდენტებს უმაღლეს პროფესიულ განათლებას აძლევს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა ტურიზმი და სასტუმროს მენეჯმენტი, მოდა, ხელოვნება, დიზაინი, საოპერატორო ხელოვნება, მედია კომუნიკაციები. გარდა ამისა, ერთ-ერთი საუკეთესოა მასწავლებლების გადამზადების გამოცდილებითა და  ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვით. OFSTED-მა (მაკონტროლებელმა ორგანომ) ის მთელს ბრიტანეთში საუკეთესო კოლეჯად აღიარა.

2002 წელს პრინცმა ფილიპმა New College Nottingham, როგორც საუკეთესო უმაღლესი პროფესიული განათლების ცენტრი, დედოფლის ორდენით დააჯილდოვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე