ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

Smart Board-ის გამოყენებით მათემატიკის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინტერაქტიული დაფის Smart Board-ის გამოყენებით მათემატიკის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი და თბილისის საჯარო სკოლების პედაგოგები დაესწრნენ.

სამინისტროს საინოვაციო ცენტრში, კომაროვის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს მათემატიკის გაკვეთილი ამავე სკოლის მასწავლებელმა,  ვახტანგ ჯაოშვილმა ჩაუტარა. გაკვეთილი ჩატარდა ინტერაქტიული დაფის გამოყენებით, რომელსაც უნიკალური შესაძლებლობები აქვს. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას დაფა ვირტუალური ლაბორატორიის ფუნქციასაც იძენს. კვლევებმა აჩვენა, რომ smart board-ის გამოყენება ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და მათ აკადემიურ მოსწრებას, ამცირებს ახალი მასალის ახსნასთან დაკავშირებულ სირთულეებს და  ხელს უწყობს მასალის დამახსოვრებას.

 სამოდელო გაკვეთილები ინტერაქტიული დაფის გამოყენებით, სამინისტროს ინოვაციურ ცენტრში ყოველდღიურად ჩატარდება. გაკვეთილებს ჩაატარებენ პედაგოგები, რომლებმაც გაიარეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგები smart board-ის გამოყენებაში. ცენტრის მიერ თბილისის სკოლების 200-მდე მასწავლებელი უკვე გადამზადდა. სამოდელო გაკვეთილებზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია გაეცნოს სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე