ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

”აკადემიური პალმის ” ორდენებით ქართველი პროფესორები დაჯილდოვდნენ

საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ საფრანგეთის სახელმწიფოს ჯილდო «აკადემიური პალმის» ორდენები გადასცა და რაინდისა და ოფიცრის წოდება მიანიჭა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე რამდენიმე პროფესორ-მასწავლებელს. დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა  მიიღოსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ.

ნომინანტთა შორის იყვნენ:  სიბილა გელაძე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის რომანისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, ფრანგული ენის ექსპერტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული გამოცდების ცენტრში, მთარგმნელი, 2009 წელს პრემია «გალას» მფლობელი საუკეთესო თარგმანისთვის. ირინა ტუხულოვა, თბილისის ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრის ფრანგული ენის მასწავლებელი, ფრანგული ენის სწავლების ახალი მეთოდების და სახელმძღვანელოების ავტორი. ვაჟა ცხოვრებაშვილი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის სამსახურის უფროსი, ქიმიის დოქტორი, მარი ბროსეს სახელობის ფრანგულ-ქართული სკოლის დირექტორი. ქეთევან ჯაში, თბილისის ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი რომანისტიკაში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სორბონის უნივერსიტეტის ლინგვისტური კვლევითი ჯგუფის წევრი, მთარგმნელი-თარჯიმანი. მზაღო დოხტურიშვილი, თბილისის ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი რომანისტიკაში, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი,  ფრანკოფონული კვლევების საერთაშორისო საბჭოს და ფილოლოგიურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელ კომიტეტში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელი.

საფრანგეთის სახელმწიფოს ჯილდო, «აკადემიური პალმის» ორდენი, რომელმაც დღევანდელი სახე 1955 წელს მიიღო, არის სამი ხარისხის: რაინდი, ოფიცერი და კომანდორი. ეს პრესტიჟული ჯილდო გადაეცემა განათლების სფეროში მოღვაწე როგორც ფრანგ, ისე უცხოელ მოქალაქეებს, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით ფრანგული ენისა და კულტურის გავრცელებაში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე