ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტთა  შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას გაეცნო. კონკურსის შედეგად ის IT სპეცილისტები შეირჩევიან, რომლებიც 2011 წლის საატესტატო გამოცდების ჩატარებას ტექნიკურად უზრუნველყოფენ.

როგორც ცნობილია, 2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდები პირველად საქართველოში კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდება.  გამოცდების შეუფერხებლად ჩატარებისთვის აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და გამართული ინტერნეტმომსახურება, სწორედ ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების  შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

2011 წლის 10 იანვრიდან 2011 წლის 1 თებერვლამდე  საქართველოს მასშტაბით 1500-მდე  მსურველმა გაიარა  რეგისტრაცია, მათგან შერჩეული კანდიდატები ჯერ, ტესირებას გაივლიან, შემდეგ გასაუბრებას.  შერჩეული სპეციალისტები, რომლებიც საქართველოს სკოლებში გადანაწილდებიან, სამინისტროს დახმარებით სკოლებში შესაბამის ინფრასტრუქტურას მოაწყობენ და საატესტატო გამოცდების კომპიუტერების მეშვეობით ჩატარებას უზრუნველყოფენ.

ტესტირება უკვე გაიარა თბილისის მასშტაბით შერჩეულმა კონკურსანტებმა. 2011 წლის 19 და 20 თებერვალს ტესტირებას რეგიონებიდან შერჩეული კანდიდატები გადიან. საბოლოოდ, კონკურსის წესით  შერჩეული რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე