ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი დადგინდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2011 წლის  1 მარტიდან  15 მაისის ჩათვლით, საქართველოს საჯარო სკოლებში  პირველკლასელთა რეგისტრაციას აცხადებს, ამ თემასთან დაკავშირებით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბრიფინგი გამართა. 

2011 წლიდან სრულიად იცვლება სკოლებში პირველკლასელთა  მიღების წესი, პროცესი გამჭირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება. პირველად საქართველოში, ყველა სკოლისთვის  პირველკლასელთა განაცხადების მიღების კონკრეტული ვადები დადგინდა, არ მოხდება მშობლის განაცხადის მიღება დადგენილ ვადამდე ან  ვადის გასვლის შემდეგ. 

სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით, რეგისტრაცია იწარმოებს იმ პირველკლასელთათვის ვისი მშობლებიც ასწავლიან ან ვისი  დედმამიშვილიც უკვე სწავლობს აღნიშნულ სკოლაში. ყველა სხვა პირველკლასელისთვის  რეგისტრაცია 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით იწარმოებს.

იმისთვის, რომ ბავშვმა 15 სექტემბერს საჩუქრად   პერსონალური კომპიუტერი მიიღოს, აუცილებელია მშობელმა დროულად მიაკითხოს შერჩეულ საჯარო სკოლას და დარეგისტრირდეს არა უგვიანეს 15 მაისისა.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სამინისტროს ვებ.გვერდი www.mes.gov.ge, ან დარეკეთ სამინისტროს ცხელ ხაზზე: 31 89 40


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე