ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უფროსკლასელები ოკუპაციის მუზეუმში დაცულ ექსპონატებს ეცნობიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის მე-6 საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებთან ერთად ოკუპაციის მუზეუმი  დაათვალიერა. ღონისძიება ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ოკუპაციის მუზეუმში ვიზიტს ითავლისწინებდა.  

1921 წლის 25 თებერვლს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 21-დან  25 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების IX-XII კლასის მოსწავლეთათვის    სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს. მათ შორისაა ოკუპაციის მუზეუმის დათვალიერება და იმ ფოტო/დოკუმენტური მასალების გაცნობა, რომელიც   ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ  პერიოდს - 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას უკავშირდება.

XX-XXI საუკუნეებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სამინისტრო უკვე მესამე წელია ახორციელებს. ყოველი წლის თებერვალში ცხადდება ოკუპაციის კვირეული, რომლის  ფარგლებშიც სხვადასხვა თემატური კონკურსები და გამოფენები იმართება. კვირეულის მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ და გაითავისონ ის ტკივილი, რასაც რუსული აგრესია და ოკუპაცია ჰქვია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე