ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი დიპლომების გადაცემის ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს უნივერსიტეტის 120  სტუდენტს, რომელთაც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სრული კურსი გაიარეს და უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები არიან სახელმწიფო დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

საქართველოს უნივერსიტეტი 2004 წელს პროფესორების გიული ალასანიასა და მანანა სანაძის ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანი იყო მაგისტრანტები ამერიკათმცოდნეობის მიმართულებით მოემზადებია. 2005-2007 წლებში უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სამაგისტრო პროგრამებს საბაკალავრო პროგრამები დაემატა. პირველი ბაკალავრები უნივერსიტეტმა  2005 წლის სექტემბერში მიიღო. 2006 წლის შემოდგომიდან უნივერსიტეტში ამუშავდა სადოქტორო პროგრამებიც.

უნივერსიტეტის მიზანია საქართველოში საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართულებით სწავლება და ცოდნა  მაღალგანვითარებულ ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს მიუსადაგოს. ასევე, სხვადასხვა სფეროში სამუშაოდ  თანამედროვე ამერიკული და ევროპული მართვის მეთოდების მცოდნე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მოამზადოს, რომელთაც მშობლიურთან ერთად სრულყოფილად ეცოდინებათ ინგლისური და, სურვილის შესაბამისად, სხვა უცხო ენები. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე