ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ოკუპაციის კვირეული გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მოადგილე ირინე ქურდაძე თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მიერ  საქართველოს ოკუპაციის თემაზე გამართულ ლექცია/დისკუსიას დაესწრო. ღონისძიება ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართა და მოსწავლეთა სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

47-ე საჯარო სკოლის  IX კლასის მოსწავლეებს ისტორიის ინსტიტუტის ექსპერტმა ლელა სარალიძემ სრული ინფორმაცია მიაწოდა 1921 წლის თებერვალში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით. ექსპერტის მიერ ჩატარებულმა ლექციამ მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია, ლექციის შემდეგ გამართული დისკუსიის დროს ლელა სარალიძემ მოსწავლეების შეკითხვებსაც უპასუხა.

ექსპერტთა და ისტორიკისთა მიერ ლექცია/დისკუსიების გამართვა სხვადასხვა საჯარო სკოლებში კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ეს ღონისძიება ერთ-ერთია ოკუპაციის კვირეულში დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებათა შორის.

სამინისტრო უკვე მესამე წელია თებერვლის მეორე ნახევარში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ახორციელებს. იმართება სხვადასხვა თემატური კონკურსები და გამოფენები. კვირეულის მიზანია მოსწავლეებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს 1921, 2008 წ/წ-ში რუსეთის მიერ განხორციელებულ  აგრესიაზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე