ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი ყველა პროფესიულ სასწავლებელს მოინახულებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა გორის უნივერსიტეტის ის რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსი დაათვალიერეს, სადაც სტუდენტები პროფესიულ პროგრამებზე სწავლობენ და 15-მდე პროფესიას ეუფლებიან.

პროფესიული განათლებისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და სტრატეგიული გეგმის ნაწილია. კვალიფიციური კადრები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა პროფესიულ პროგრამებზე მზადდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და აღმავლობის მთავარი გარანტია.

გორის უნივერსიტეტის ბაზაზე რძის გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებს. საწარმო 4 თვის წინ გაიხსნა და იგი ადგილობრივ ფერმერებს ემსახურება, ხოლო პროფესიული განათლების კურსების სტუდენტებისათვის პრაქტიკულ სასწავლებელს წარმოადგენს.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ სასწავლო საწარმოების არსებობა პროფესიულ კოლეჯებთან – წამატებული მოდელია, რომლის დანერგვა  სხვა პროფესიულ კოლეჯებშიც არის შესაძლებელი და ამ მიმართულებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

2009-2010  სასწ. წელს, გორის  უნივერსიტეტში   სახელობო  პროგრამები  გაეროს განვითარების  პროექტის  ფარგლებში  ევროკავშირმა  დააფინანსა. სულ  ამ პერიოდში 554  სტუდენტი გადამზადდა.  სასწავლო  პროგრამების  განხორციელებაში   39   მასწავლებელი  და  ინსტრუქტორია ჩართული.

გორის  უნივერსიტეტში  2011-12  სასწ. წლის   განმავლობაში I-II-III   საფეხურზე    პროფესიული  პროგრამები  შემდეგ  სპეციალობებში იგეგმება: კალატოზი, მებათქაშე, რკინა-ბეტონის  სამუშაოთა მწარმოებელი, მეფილე-მომპირკეთებელი, ელექტრიკოსი, დურგალი, შემდუღებელი, მევენახე, მემცენარე, მეხილე, რძის  გადამამუშავებელი, ყველის მწარმოებელი, ზეინკალ-სანტექნიკოსი, ვეტერინარული მომსახურების  სპეციალისტი.

სასწავლო წლის  განმავლობაში   იგეგმება  285  სტუდენტის  მიღება,  პირველ  ეტაპზე ეს რაოდენობა პირველი და მეორე  საფეხურისთვის  იქნება 184 სტუდენტი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე