ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურის სამსახურისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტი

სამტრედიის N15 სკოლა-პანსიონის 20-მა აღსაზრდელმა განახლებული ქუთაისი დაათვალიერა. აღნიშნული ღონისძიება  სკოლის მანდატურის სამსახურისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

აღსაზრდელებს  საშუალება მიეცათ მოენახულებინათ კულტურული ძეგლები. მოზარდებმა გელათისა და ბაგრატის ტაძრების გარდა, ყველა ის ტურისტული ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს, რომლებიც მათ  ინელექტუალურ აღზრდას ხელს შეუწყობს. ტურიზმის ეროვნული სააგენტოსგან, ბავშვებს ასევე  სამახსოვროდ საჩუქრებიც გადაეცათ.

ორ უწყებას შორის  დაწყებული თანამშრომლობა არ იქნება ერთჯერადი,  სამომავლოდ მოზარდებს უამრავი ექსკურსია და სიურპრიზი  ელოდება.

დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს  საქართველოს პოპულარიზაციას მოზარდებში, რადგან  ადრეული ასაკიდანვე ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ თავიათი ქვეყნის კულტურულ  მემკვიდრეობას.

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, გორისა და  რუსთავის   საჯარო სკოლებში  შევიდნენ. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.

უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული  ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს  შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე