ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” გამოცხადდა

სკოლის მოსწავლეების შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირების, ტექნიკური ინოვაციებით დაინტერესებისა და ჩართულობის მიზნით, სამინისტრო აცხადებს მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩი”. კონკურსის პროგრამა და პირობები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა დღეს თავისუფალ უნივერსიტეტში შეკრებილ მოსწავლეებს გააცნეს. 

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი”  გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს და ხელს შეუწყობს მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. საკონკურსო განაცხადს თან უნდა ერთვოდეს გამოგონების აღწერილობის ტექსტი და საილუსტრაციო ნახაზი, მოდელი ან მაკეტი. მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ა.წ. 2 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ან რაიონულ რესურს-ცენტრში.

განაცხადებს შეაფასებს კომპეტენტური საკონკურსო კომისია, რომელიც გამარჯვებულებს ორ ასაკობრივ კატეგორიაში გამოავლენს. კონკურსის გამარჯვებული პროექტების ავტორები  მედლებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან, გრანპრის მფლობელი კი, შემეცნებითი ტურით  უცხოეთში გაემგზავრება.

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი”-ს საკონკურსო დეტალები შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდებზე:  www.mes.gov.ge, www.rustaveli.org.ge


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე