ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასწავლო ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვის ახალი ეტაპი დაიწყო

პროგრამა ,,აინშტაინის” ფარგლებში,  საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლებისა   და ამ საგნებით მოსწავლეთა  დაინტერესების მიზნით,  საჯარო სკოლებისათვის სასწავლო ლაბორატორიების გადაცემის ახალი ეტაპი დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ   სამინისტროში განახლებული სასწავლო ლაბორატორიის პრეზენტაცია გამართა.

ბოლო მოდელის თანამედროვე ლაბორატორია ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის  სწავლებისას გამოიყენება და სასწავლო თემატიკიდან გამომდინარე, რამდენიმე კომპლექტისაგან შედგება.  ამჯერად, სამინისტროს აქვს შესაძლებლობა ლაბორატორიის სრული კომპლექტი ერთდროულად თბილისისა და რამდენიმე რეგიონის საჯარო სკოლებს გადასცეს,  რაც აქამდე არ განხორციელებულა.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები მოსწავლეთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება. თითოეული მოსწავლე შეძლებს პრაქტიკულ  მუშაობას, კვლევის  ჩატარებას, მისი შედეგის აღრიცხვასა და გაანალიზებას.  ასევე, ლაბორატორიებში მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა სამეცნიერო-შემეცნებითი კონკურსებისთვის მომზადებას.

საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები საშუალებას იძლევა სამინისტროს მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი”  მონაწილეებმა, გამოგონებისთვის საჭირო სამუშაოები სწორედ ასეთ, თანამედროვე ლაბორატორიებში განახორციელონ.

ტექნიკური დარგების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრო გააგრძელებს ლაბორატორიების შეძენისა და მათი საჯარო სკოლებისთვის გადაცემის პროცესს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე