ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა დედის დღე ღვაწლმოსილ პედაგოგს პირადად მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 54-ე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელს,  დამსახურებულ პედაგოგს ქალბატონ თამილა ხელაშვილს სახლში ეწვია, დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ნახევარი საუკუნეა ქალბატონი თამილა ხელაშვილი პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, ამ ხნის განმავლობაში მან არაერთი წარმატებული ადამიანი აღზარდა და დღესაც აგრძელებს საქმიანობას.

სიახლეების მიმდევარი პედაგოგი განსაკუთრებით სამინისტროს მიერ 54-ე საჯარო სკოლისათვის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის გადაცემამ გაახარა: ასეთ ლაბორატორიაზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, მჯერა ამიერიდან ქიმიით უფრო მეტად დავაინტერესებ  ჩემს მოსწავლეებს - განაცხადა ქალბატონმა თამილამ. მისი აღსაზრდელები წარმატებით მონაწილეობენ ეროვნულ ოლიმპიადებსა და სხავადსხვა საბუნებისმეტყველო-შემეცნებით კონკურსებში.

ქალბატონ თამილას სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს დამსახურებული მასწავლებლის, წლის საუკეთესო მასწავლებლის, მასწავლებელ-მეთოდისტის წოდებები, უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორია,  მიღებული აქვს  მრავალი საპატიო სიგელი და დიპლომი, როგორც საუკეთესო გაკვეთილის ავტორი არის გრანტირებული. თამილა ხელაშვილმა  ორი ქალიშვილი აღზარდა, რომელთაგან ერთი პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, მეორე კი - წარმატებული ექიმია.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე