ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

51-ე საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ამჯერად, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ახალი ლაბორატორია გახსნა. სკოლისათვის თანამედროვე საბუნებისმეტყველო სასწავლო თვალსაჩინოებებისა და აპარატურის გადაცემა ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პირველ ეტაპზე 150 საჯარო სკოლას გადაეცა სრული კომპლექტი, მათ შორისაა 51-ე საჯარო სკოლაც. საჯარო სკოლების  ლაბორატორიებით აღჭურვის პროცესი მომავალშიც  გაგრძელდება.

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლებისა   და ამ საგნებით მოსწავლეთა  დაინტერესების მიზნით, სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები  სასკოლო ლაბორატორიებით უკვე არაერთ სკოლაში სარგებლობენ,  პრაქტიკულ  სამუშაოებს ასრულებენ, კვლევებს ატარებენ, შედეგებს აკვირდებიან  და  სათანადო დასკვნები გამოაქვთ.

51-ე საჯარო სკოლის დირექტორის დავით ლაგვილავას განცხადებით,  საბუნებისმეტველო საგნების  სასწავლო ლაბორატორიის არსებობა მის სკოლაში   განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან  უფროსკლასელთა შორის ბევრია  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული, ეს ლაბორატორია მათ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისა და სხვადასხვა კონკურსებისთვის  მზადებაშიც დაეხმარებათ.

 მიმდინარე სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის მასწავლებელსა და მოსწავლეს საბუნებისმეტყველო საგნების  სწავლებისას და შესწავლისას საშუალება აქვთ ვირტუალური ლაბორატორიებითაც ისარგებლონ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე