ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ირინე ქურდაძე ინტერნეტრეგისტრაციის პროცესს დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის №1 ექსპერიმენტალურ სკოლაში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ინტერნეტით რეგისტრაციის პროცესს დაესწრნენ.

2011 წელს აბიტურიენტებს შუძლიათ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია ინტერნეტით გაიარონ. ინტერნეტით რეგისტრაციის გავლაში მოსწავლეებს სკოლები ეხმარებიან.

პირველმა ექსპერიმენტულმა სკოლამ ამ მიზნით მოსწავლეებს  სკოლის კომპიუტერული კლასი დაუთმო. Online რეგისტრაციისათვის აბიტურიენტი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.naec.ge ან online.naec.ge უნდა  ეწვიოს.

ინტერნეტით რეგისტრაციის უპირატესობებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ აბიტურიენტს საკუთარი არჩევანი   რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე  არაერთხელ შეუძლია შეცვალოს. გარდა ამისა, ინტერნეტით რეგისტრაციისას აბიტურიენტი მექანიკური შეცდომებისგან მაქსიმალურად დაცულია.

აბიტურიენტებს ასევე შეუძლიათ სარეგისტრაციო ანკეტა შეავსონ. რეგისტრაციის პროცესი  2011 წლის  25 მარტს შეწყდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე