ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

იმერეთის რეგიონში სამთო-საინჟინრო მიმართულების სასწავლებელი ამოქმედდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის ტყიბულის სამთო ტექნოლოგიური ინსტიტუტი მოინახულეს, რომელიც ფუნქციონირებას 2011 წლის პირველი მარტიდან შეუდგა.

პროფესიულ პროგრამებით   პირველ ეტაპზე 120 სტუდენტი  სწავლობს  შემდეგ სპეციალობებზე: გვირაბგამყვანი, წმენდითი სამუშაოების სპეცილისტი, სამთო ელექტრომექანიკოსი, შახტის ელმავლის მემანქანე, ამფეთქებელი, სამთო მანქანების ექსპლუატატორი და რემონტის სპეციალისტი, სასწავლებელი ასევე ამზადებს მშენებლებს, კალატოზებს, ელექტრორკალურ შემდუღებლებს. სასწავლო პროგრამების შედგენისას გათვალისწინებული იქნა მეშახტეების, მაღაროელებისა და სამთო მიმართულების სპეციალისტთა პრაქტიკული გამოცდილებები და მოსაზრებები.

სასწავლებელში ადგილობრივი მოსახლეობიდან კვალიფიციური მეშახტეები, მაღაროელები და ზოგადად სამთო-საინჟინრო მიმართულების კადრები მომზადდება, წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება 600-მდე მსურველის გადამზადება.

იმერეთის რეგიონში სამთო მიმართლების სასწავლებლის გახსნა  საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იყო და სწორედ, პრეზიდენტის დავალებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იმერეთის მხარის გუბერნიის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტის ბაზაზე  რეგიონული პროფესიული ცენტრი დაარსა.

სასწავლებელთან მჭიდროდ თანამშრომლობს ტყიბულის მაღაროს ხელმძღვანელობა, მათ სასწავლებელს ტექნიკური აღჭურვილობა გადასცეს, სტუდენტებს ანაზღაურებადი საწარმოო პრაქტიკის  შახტაში გავლას სთავაზობენ,  წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კი, დასაქმების პერსპექტივა გააჩნიათ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე