ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

”საქართველოს განათლების კვირეული 2011” მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით,  2011 წლის 5-13 მარტს, უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების პირველი გამოფენა ”საქართველოს განათლების კვირეული 2011” იმართება. გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და თბილისის ვიცე მერმა დავით ნინიძემ გახსნეს.

საქართველოს განათლების კვირეული გამოფენების ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე, მე-11 პავილიონში, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია როგორც კერძო ასევე, სახელმწიფო უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები. გამოფენაში ასევე მონაწილეობენ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, რომელთა ძირითად მიზანს საგანმანათლებლო სექტორის განვითარება და ხელშეწყობა წარმოადგენს.

გამოფენის ფარგლებში  მონაწილე ორგანიზაციების პრეზენტაციები და  “ღია კარის დღეები” იმართება, აბიტურიენტებს, სტუდენტებს, მათ მშობლებს და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება აქვთ პირადად გაესაუბრონ სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და წამყვან სპეციალისტებს, გაეცნონ მათ შეთავაზებებს, სასწავლო პროგრამებს და სწავლის პირობებს.

კვირეულის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პროფესიული წრეების არაერთი შეხვედრა, ახალი პროექტების პრეზენტაცია, საგანმანათლებლო სისტემაში ახალი ინიციატივების განხილვა და პროფესიული გამოცდილების გაზიარება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე