ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

47-ე საჯარო სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა

თბილისის №47-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამიერიდან სპორტის გაკვეთილები განახლებულ სპორტულ დარბაზში ჩაუტარდებათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი მოინახულა და 47-ე სკოლის გუნდებს შორის კალათბურთში შიდა   სასკოლო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრო.

სპორტის გაკვეთილების დანერგვის შემდეგ საჯარო სკოლებში ოცდაოთხი სპორტული ლიგა შეიქმნა, მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის ამდენივე სახეობაში ეჯიბრებიან. 47-ე საჯარო სკოლაში  ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთისა და ორთაბრძოლების გაკვეთილები ტარდება, ეწყობა შეჯიბრებები. ამჯერად, კალათბურთში რამდენიმედღიანი შეჯიბრი უფროსკლასელებს შორის ჩატარდა, ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს   XI და XII კლასელთა ნაკრები გუნდები შეხვდნენ. გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონის თასი და სიგელები გადაეცა.

47-ე საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.  გასულ წელს თბილისის მასშტაბით 30 საჯარო სკოლაში ახალი სპორტული მოედანი გაკეთდა, 70 სკოლაში სპორტული დარბაზი მოეწყო. რეაბილიტირებული სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და შესაძლებელია მოზარდების სპორტის სხვადასხვა სახეობებში კომპლექსურად მომზადება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე