ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი ინგლისურენოვან პედაგოგებთან შეხვედრას განაგრძობს

მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) წარმომადგენლები იმ უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ, რომლებიც იმერეთისა და გურიის რეგიონების  საჯარო სკოლებში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ინგლისურ ენას ასწავლიან.

მინისტრთან შეხვედრის მიზანს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეების, რეფორმებისა და გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა, ასევე, პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“  გამოცდილების, ღონისძიებების/აქტივობებისა და სამომავლო გეგმების მიმოხილვა.

მინისტრის მოხსენების შემდეგ გაიმართა სესია, სადაც პროგრამის მონაწილე მოხალისე მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო შეკითხვები დაესვათ მინისტრისთვის და ღონისძიების სხვა მონაწილეებისათვის.

„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის მონაწილე მოხალისე მასწავლებლებთან ანალოგიური შეხვედრები დაგეგმილია და უახლოეს მომავალში საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება, სადაც მოხალისეები იმყოფებიან.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე