ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლის მანდატურებმა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს 8 მარტი მიულოცეს

გორის სკოლის მანდატურები აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ჯიმშერ ტოროშელიძის ოჯახს ესტუმრნენ, მის მეუღლეს ნათელა გოგიძეს 8 მარტი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. მანდატურებმა გორში მცხოვრები, აგვისტოს ომში დაღუპული კიდევ 14  ჯარისკაცის ოჯახები მოინახულეს, მათ მეუღლეებს ქალთა დღე  მიულოცეს და საჩუქრად საკვები პროდუქტები და ტკბილეულობა გადასცეს.

ჯიმშერ ტოროშელიძე ერთ-ერთი იყო იმ ჯარისკაცთაგან, რომელიც აგვისტოს ომში  დაიღუპა და 3 არასრულწლოვანი შვილი დარჩა. მანდატურბმა კარალეთის დასახლებაში მცხოვრები სხვა მრავალშვილიანი ოჯახებიც მოინახულეს, რომელთა წევრებიც გმირულად იბრძოდნენ აგვისტოს დღეებში.

 მანდატურები მსგავს აქციებში მონაწილეობას მომავალშიც მიიღებენ, ისინი მზად არიან ნებისმიერ დროს მხარში დაუდგნენ იმ ოჯახებს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, გორისა და  რუსთავის   საჯარო სკოლებში  შევიდნენ. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.

უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული  ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს  შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე