ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს ყველა რეგიონის პედაგოგები გადამზადდებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს ყველა რეგიონში პედაგოგთა ტრენინგებს განახორციელებს. ტრენინგები 25 მარტიდან დაიწყება და მასში მონაწილეობას  იმ საგნების პედაგოგები მიიღებენ, რომლებშიც 2011 წელს სასერტიფიკაციო გამოცდები იგეგმება.  სახელმწიფო დაფინანსების ტრენინგებს მასწავლებლები პროფესიულ უნარებსა და შესაბამის საგანში გაივლიან.

ტრენინგების განრიგი ხელმისაწვდომი იქნება სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე www.tpdc.ge, საჯარო სკოლებში და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. ტრენინგზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია რესურსცენტრში უნდა გაიარონ. ტრენინგები განხორციელდება რეგიონალურ ცენტრებში, საჯარო სკოლების ბაზაზე.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები მიმართულია ზოგადი განათლების სისტემის განვითარებისა  და საჯარო სკოლებში სწავლების ხარისხის ამაღლებისკენ, რასაც პირველ რიგში, მასწავლებელთა პროფესიონალიზმი განაპირობებს. აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და ტრენინგ-პროგრამების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა განათლების სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე