ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინმა სტუ-ში რეაბილიტირებული სააქტო დარბაზი გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  რექტორმა  არჩილ ფრანგიშვილმა სტუ-ს რეაბილიტირებული  სააქტო დარბაზი გახსნეს და სტუდენტური თვითმმართველობის მიერ განხორციელებული პროექტის “1000 დატრენინგებული სტუდენტი სტუ-ში”  მონაწილე სტუდენტები დააჯილდოვეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. 700 ადამიანზე გათვლილი  თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ დარბაზში  შესაძლებელია საერთაშორისო სიმპოზიუმების, კონფერენციების, სხვადასხვა  პრეზენტაციების მოწყობა, დარბაზში  განთავსებულია პარალელური თარგმანის კაბინეტები, დარბაზი ასევე იძლევა შესაძლებლობას მოეწყოს კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტრო არა მარტო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის ხარისხის ამაღლებაზე არამედ, იმ გარემოს გაუმჯობესებაზე და თანამედროვედ აღჭურვაზეც ზრუნავს, სადაც სტუდენტები სწავლობენ.

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტური თვითმმართველობის 2010 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენა და იმ პროექტების პრეზენტაცია განხორციელდა, რომელიც პრიორიტეტია 2011 წლისათვის. ასევე დამსწრე საზოგადოებას იმ გამოკითხვის შედეგები ეცნობა, რომელიც  ტრენინგების მიმდინარეობის პარარელურად ჩატარდა და უნივერსიტეტში ბოლო დროს სასწავლო პროცესთან  დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებს ეხებოდა.

დასასრულ, გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხატვრულ-შემოქმედებითი ანსამბლების კონცერტი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე