ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ტვინინგის პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგი) პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა. კონფერენციის გახსნის ცერემონიალში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოში ევროპის კომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი  ფილიპ დიმიტროვი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე.

პროექტის ”საქართველოში ბოლონიის პროცესის ამოცანების განსახორციელებლად შესაძლებლობების გაძლიერება (CEIBAL)“ შემაჯამებელი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ პროექტის პარტნიორი გერმანელი და ფრანგი ექსპერტები, საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრაზე შეჯამდა პროექტის ორი წლის მუშაობა, რომლის მიზანიც იყო  ბოლონიის პროცესის რეფორმების ეფექტური განხორციელება შესაბამის ინსტიტუციებში და საქართველოს ჩართვა უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგი) პირველი პროექტი გერმანელ და ფრანგ პარტნიორებთან ერთად განახორციელა. გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ და საფრანგეთის უმაღლესი განათლების სამინისტრომ  აქტიურად დაუჭირა მხარი გერმანული და ფრანგული  სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების თანამშრომლობას საქართველოსთან მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში. პროექტის განხორცილებაში ასევე ჩართულები იყვნენ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD); საფრანგეთის პედაგოგიური სწავლების საერთაშორისო ცენტრი (CIEP); გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

პროექტის შედეგად გაძლიერდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების ინსტიტუციური შესაძლებლობები, განხორციელდა მოკლევადიანი ექსპერტების მისიები/სამუშაო შეხვედრები;  ჩატარდა რეგიონალური აკადემიური სამიტები და სემინარები;  შემუშავდა შიდა პროგრამული აკრედიტაციის (თვით-შეფასების) სახელმძღვანელოს სამუშო ვერსია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და საქართველოს ხარისხის აღიარების სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსია.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე