ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტროში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გამართული შემოქმედებითი კონკურსის ”ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია” გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.

საუკეთესო  ნამუშვერები დაათვალიერეს და გამოფენასთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გოკა  გაბაშვილმა და პარლამენტის წევრებმა.

კონკურსი ეძღვნებოდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას. მასში საქართველოში არსებული ყველა სკოლა ჩაერთო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  10 000 - მდე ლიტერატურული და ფერწერული ნამუშევარი შემოვიდა.

რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე  დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ნახატები შექმნეს, ხოლო  საშუალო და მაღალი საფეხურის მოსწავლეებმა თავისუფალი თემები დაწერეს.

პირველ ეტაპზე თითოეულმა სკოლამ ორი კონკურსანტი გამოავლინა, ხოლო მეორე ეტაპზე სამ-სამი გამარჯვებული ნამუშევარი რეგიონალურმა კომისიებმა შეარჩიეს.

კონკურსის ფინალისტები ცნობილი მწერლებისა და მხატვრებისგან დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა ჟიურიმ  გამოავლინა. I ადგილზე გასული კონკურსანტები მეოთხე კლასელი ანა გეგეჭკორი და მეათე კლასელი ბათუ ბიბლაია პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ, II და III  ადგილზე გასულ მოსწავლეებს  გადაეცათ ფულადი პრიზები 500 და 300 ლარის ოდენობით, 40-მდე მოსწავლეს კი ფინალურ ტურში გასვლისათვის სიგელები გადაეცათ. პორტატული კომპიუტერებით დაჯილდოვდა ასევე, ნომინაციაში ”მინისტრის ფავორიტი” - გამარჯვებული საუკეთესო ნახატისა და საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოების ავტორი 2 მოსწავლე პირველკლასელი ჯუნა კაპანაძე და მეთორმეტე კლასელი ირაკლი რატიანი.

კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება. მისი მიზანია ფართო საზოგადეობისთვის  ის ემოციები გახდეს ცნობილი, რაც ბავშვებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში განიცადეს. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე