ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ირინე ქურდაძემ 157-ე სკოლის ახალი სპორტული დარბაზი გახსნა

თბილისის №157-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამიერიდან სპორტის გაკვეთილები განახლებულ სპორტულ დარბაზში ჩაუტარდებათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მოადგილემ ირინე ქურდაძემ რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი მოინახულა და  კალათბურთში შიდა სასკოლო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრო.

სამინისტრო განაგრძობს სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობას. 157-ე საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.  მოეწყო საშხაპეები, გასახდელები, მოწესრიგდა სველი წერტილები, შეკეთდა და გარემონტდა სკოლის ფოიე.

157-ე საჯარო სკოლა, სადაც 1400-მდე მოსწავლე სწავლობს,  ვაზისუბნის დასახლებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკოლაა. დღეისათვის რეაბილიტირებული სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და შესაძლებელია ამ სკოლის მოზარდების სპორტის სხვადასხვა სახეობებში კომპლექსურად მომზადება.

157-ე საჯარო სკოლაში  ფეხბურთის, კალათბურთისა და მძლეოსნობის გაკვეთილები ტარდება, ეწყობა შეჯიბრებები. ამჯერად, კალათბურთში რამდენიმედღიანი შეჯიბრი VIII და IX კლასელებს შორის ჩატარდა, ფინალურ შეხვედრაში  გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონის თასი და სიგელები გადაეცა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე