ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

,,ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლის’’ თემაზე პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და პირველი ლედის პატრონაჟით, თბილისის პირველ საჯარო სკოლაში  ,,ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლის (ჯუს)’’ პროექტის ფარგლებში პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და პირველი ლედი სანდრა რულოვსი დაესწრნენ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

პრეზენტაციას გაკვეთილის სახე ჰქონდა და იგი   10 წლის ასაკის მოსწავლეებს ჩაუტარდათ.   გაკვეთილი რამდენიმე თემისაგან შედგებოდა: ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკომანია, კვება, უსაფრთხო მოძრაობა. ყველა მათგანი ალიანსის პროექტის ,,ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლის’’ შემადგენელი ნაწილებია.

მოსწავლეებს პირველად ილია მეორემ მიმართა და  ჯანმრთელი ცხოვრების მნიშვნელობაზე ესაუბრა მათ. შემდეგ მოსწავლეების წინაშე მასწავლებლის ამპლუაში წარსდგნენ: პირველი ლედი, პროექტის ,,ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლა’’ დირექტორი, პროექტის კოორდინატორი და ცნობილი სპორტსმენები.

 პრობლემები, რომელზედაც მონაწილეებმა ისაუბრეს, თანაბრად ეხებოდა ყველა ოჯახს მთელ მსოფლიოში, ამიტომაც  “ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლის” ალიანსის მსგავსი საზოგადოებები არსებობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ამ მხრივაც, საქართველო მოწინავე ქვეყნების რიგში დგას.

 ღონისძიების ორგანიზატორებმა მონაწილეებს გააცნეს  ,,ჯუს“-ალიანსის მიმართვა მთავრობისადმი “ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლის” ეროვნული დღის შემოღების შესახებ და სთხოვეს შეუერთდეს ამ ინიციატივას. დასასრულ ბავშვებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ხელი მოაწერეს მიმართვას და ამით ფაქტიურად ,,ჯუს“-კამპანიის თანამონაწილენი გახდნენ.

“ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლის” ალიანსი ანალოგიურ შეხვედრებს მოსწავლეებთან მომავალშიც გააგრძელებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე