ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა მორიგი პროფესიული კოლეჯი მოინახულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  ამჯერად, ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი (IT) მოინახულა. IT ცენტრი ერთადერთია საქართველოში, სადაც მხოლოდ  ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სახელობო პროგრამები სამი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება: ვებ-მედია ტექნოლოგიები; კომპიუტერული ქსელები და სისტემები; ელექტრული და სატელეკომუნიკაციო ქსელები.

სახელობო პროგრამების გარდა, სასწავლებელში  მოკლევადიანი პროგრამებიც მოქმედებს. სწავლის ხანგრძლივობა  2 თვიდან 2 წლამდეა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ცენტრის კურსდამთავრებულთა და გადამზადებულ მსმენელთა რაოდენობამ  3 000 გადააჭარბა, დასაქმების მაჩვენებელი სხადასხვა პროგრამების მიხედვით  52%-75% მერყეობს.

სამინისტრომ სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.  ცენტრში არსებობს 10 კომპიუტერული კლასი და 7 სპეციალიზირებული ლაბორატორია. სასწავლებელს აქვს ელექტრონული ბიბლიოთეკა.

ცენტრში დანერგილია და ფუნქციონირებს დისტანციური სწავლების სისტემა MOODLE, რომელიც მოიცავს როგორც ტესტებს, ასევე სასწავლო მასალებს. სისტემაში დარეგისტრირება და სისტემით  სარგებლობა შეუძლიათ არა მხოლოდ ცენტრის სტუდენტებს, არამედ ნებისმიერ მსურველს.  

ცენტრში ფუნქციონირებს საერთაშორისო სერთიფიცირებისა და სწავლების ცენტრები CISCO-სა და Microsoft-ის ბაზაზე.        2011 წლისთვის იგეგმება ტექნიკის განახლება და კიდევ ერთი CISCO ლაბორატორიის მოწყობა.

IT ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან: Magticom, Alta, Orient Logic, United Telecom, InfogeorgiaXXI, UGT, UNIT, Prime Systems, Bakur Sulakauri Studio, I Stereo, Pixel, GSC, Satellite Geocom, IT Service, Siesta და სხვა, სადაც სტუდენტები გადიან საწარმოო პრაქტიკას და შემდგომ საქმდებიან.

ცენტრმა კოორდინირება გაუწია საქართველოში ყველა პროფესიული ცენტრის პირველი ერთიანი საინფორმაციო სივრცის – ვებ პორტალის შექმნის  და დანერგვის პროცესს. 2010 წელს პირველად საქართველოში დაინერგა სწავლის მსურველთა რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა.

სტუდენტები იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებსა და ოლიმპიადებში. სასწავლებელმა 2009 წელს ჩატარებულ NetRiders ოლიმპიადაში გაიმარჯვა.  ცენტრში პერიოდულად ტარდება სხვადასხვა სახის ტრენინგები სხვა ცენტრების პედაგოგებისთვის, ხდება მათთვის სასწავლო მასალის მომზადება.  აპრილის დასაწყისში პარტნიორთა დახმარებით იგეგმება კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე