ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პირველად საქართველოში ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტი შემუშავდა.  პროექტის შექმნის შესახებ ინიციტივით სამინისტროს  ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ მიმართა. დეპუტატმა  სამინისტროს ექსპერტებთან ერთად, უშუალოდ მიიღო მონაწილეობა სტანდარტის შექმნაში.

ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტის ელექტრონული ვერსია განსახილველად კომისიას წარედგინა. პირველი სამუშაო შეხვედრა სამინისტროში გაიმართა და კომისიის წევრებთან ერთად, მუშაობაში მონაწილეობა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო.

სტანდარტში აღწერილია ქართული ენის ფლობის დონეები (A1-A2; B1-B2). მობილური პროგრამა საშუალებას იძლევა მომხმარებელმა მარტივად დაუკავშიროს ერთამანეთს ქართული ენის სხვადასხვა საკითხი და შეძლოს ზეპირ თუ წერილობით ტექსტებში ორიენტირება.  სპეციალურად ამ პროგრამისთვის პირველად შეიქმნა ქართული ენის ფუნქციური გრამატიკა. საბოლოოდ, პროგრამა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის უნიფიცირებასა და ხელს შეუწყობს ყოველდღიური და საქმიანი ურთიერთობებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების (ლაპარაკი, წერა, კითხვა, სმენითი აღქმა) განვითარებას.

ქართული ენის ფლობის სტანდარტი განკუთვნილია მასწავლებლების, შემფასებლების, მეთოდისტების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემდგენლებისათვის, სასწავლო ლიტერატურის გამომცემლებისა თუ რედაქტორებისათვის, ასევე თვით შემსწავლელებისა და  იმ პირთთვის, ვისაც საქმე აქვს ქართულის, როგორც მეორე ან უცხო ენის სწავლა/სწავლებასთან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მომავალში ლექსიკურ ერთეულებს  ინგლისურ ენაზე თარგმანი დაერთვება, ქართული წარმოთქმის მოსმენის მიზნით, ყველა სალექსიკონო ერთეული და მაგალითი გახმოვანდება, შესწავლილი მასალის შემოწმების მიზნით, შედგება სპეციალური ტესტები, რომლებიც ასევე ჩაიტვირთება ელექტრონულ პროგრამაში. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე